ტექნიკური ოფიცერი
10-11-2026 - 31-12-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

Georgia Beer and Beverages Group (GBBG) არის საერთაშორისო ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ჯგუფის, Royal Swinkels-ის ნაწილი. GBBG აერთიანებს ორ კომპანიას: გლობალ ბიერ ჯორჯიასა (GBG) და საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკას (GDL).

კომპანიების შესახებ:

გლობალ ბიერ ჯორჯია (GBG) - ქართული ლუდის ბაზრის ინოვაციური და წამყვანი მოთამაშეა. კომპანია წარმართავს ოპერაციების სრულ პროცესს - ლუდისა და ლიმონათის წარმოებას, მარკეტინგსა და გაყიდვებს, ასევე, ახდენს სხვადასხვა ბრენდების იმპორტსა და ექსპორტს. აღნიშნული ბრენდებია - ბავარია, ყაზბეგი, შავი ლომი, კაიაკი, აისი, 8.6, B52 და ლიმონათი “ყაზბეგი”.

საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა (GDL) – დისტრიბუციის სფეროში 17 წელზე მეტია ოპერირებს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს დისტრიბუციასა და მესამე მხარის ლოგისტიკის (3PL) სერვისს; 6 ფილიალისა და რეგიონული გაყიდვების ჯგუფების მეშვეობით ემსახურება 12,000-ზე მეტ მომხმარებელს. GDL-ის პორტფელი მოიცავს GBG-ისა და, ასევე, მესამე მხარის პროდუქტებს, როგორიცაა ალკოჰოლური სასმელები, ყავა „ლავაცა“, წყალი, ღვინო და სხვა.

 

GBBG-ში წარმატებით ვმუშაობთ სწრაფად ცვალებად და კონკურენტულ ინდუსტრიაში ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმის,  ენთუზიაზმის, კრეატიულობისა და ერთგულების წყალობით. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ,  დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში. თუ გსურთ, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ ქართული სასმელების ინდუსტრიის განვითარებაში - მოხარული ვიქნებით თქვენი გამოხმაურებით.

 

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ოფიცერის  პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო ადგილი: თბილისი

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტებზე არსებული ძირითადი საშუალებების მოვლა, მონტაჟი და დემონტაჟი;
  • ძირითადი საშუალებების ექსპლუატაციის პირობების დაცვა, მათი სისუფთავისა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტებზე არსებული ძირითადი საშუალებების განთავსებისათვის საჭირო დოკუმენტაციაზე დროული ხელმოწერის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და აქციებზე ინვენტარის დროული მიწოდება-მონტაჟი-დემონტაჟი და შესაბამის აქტივობებში მონაწილეობა;
  • პერიოდული ინვენტარიზაციების ჩატარება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია, კანდიდატი ფლობდეს ავტომობილს (ცვეთის და საწვავის ხარჯები ანაზღაურდება კომპანიის მხრიდან).
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

 

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ტექნიკური უნარები;
  • დაგეგმვის უნარი;
  • დროის მართვის უნარი

 

გარანტიები:

 

** კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.

** უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია