Georgian Beer and Beverages Group (GBBG) არის საერთაშორისო ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ჯგუფის, Royal Swinkels-ის ნაწილი. GBBG აერთიანებს ორ კომპანიას: გლობალ ბიერ ჯორჯიასა (GBG) და საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკას (GDL).
კომპანიების შესახებ:
გლობალ ბიერ ჯორჯია (GBG) - ქართული ლუდის ბაზრის ინოვაციური და წამყვანი მოთამაშეა. კომპანია წარმართავს ოპერაციების სრულ პროცესს - ლუდისა და ლიმონათის წარმოებას, მარკეტინგსა და გაყიდვებს, ასევე, ახდენს სხვადასხვა ბრენდების იმპორტსა და ექსპორტს. აღნიშნული ბრენდებია - ბავარია, ყაზბეგი, შავი ლომი, კაიაკი, აისი, 8.6, B52 და ლიმონათი “ყაზბეგი”.
საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა (GDL) – დისტრიბუციის სფეროში 17 წელზე მეტია ოპერირებს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს დისტრიბუციასა და მესამე მხარის ლოგისტიკის (3PL) სერვისს; 6 ფილიალისა და რეგიონული გაყიდვების ჯგუფების მეშვეობით ემსახურება 12,000-ზე მეტ მომხმარებელს. GDL-ის პორტფელი მოიცავს GBG-ისა და, ასევე, მესამე მხარის პროდუქტებს, როგორიცაა ალკოჰოლური სასმელები, ყავა „ლავაცა“, წყალი, ღვინო და სხვა.
GBBG-ში წარმატებით ვმუშაობთ სწრაფად ცვალებად და კონკურენტულ ინდუსტრიაში ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმის, ენთუზიაზმის, კრეატიულობისა და ერთგულების წყალობით. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ, დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში. თუ გსურთ, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ ქართული სასმელების ინდუსტრიის განვითარებაში - მოხარული ვიქნებით თქვენი გამოხმაურებით.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- შერჩევის სრული ციკლის წარმართვა, ვაკანსიის მოთხოვნის მიღებიდან კანდიდატის დასაქმებამდე;
- კანდიდატებთან და შესაბამის მენეჯერებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა შერჩევის ყველა ეტაპზე;
- სოციალური ქსელებისა და სხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით ტალანტების მოზიდვის აქტივობების დაგეგმვა და კოორდინაცია;
- ვაკანსიების განთავსება და მათი ეფექტურობის მონიტორინგი;
- პოტენციური კანდიდატების აქტიური მოძიება სხვადასხვა პლატფორმისა და არხების საშუალებით;
- შერჩევის პროცესთან დაკავშირებული მონაცემების, ანგარიშგებების და კანდიდატთა ბაზის მართვა;
- უნივერსიტეტებთან და პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობა;
- დასაქმების ფორუმებზე კომპანიის წარმომადგენლობა;
- კანდიდატთა გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით ინიციატივების შემუშავება და განხორციელება;
- შრომის ბაზრის მუდმივი კვლევა/მონიტორინგი;
- დამსაქმებლის ბრენდის პოპულარიზაციისკენ მიმართული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულობა;
- ახალი თანამშრომლების ონბორდინგის პროცესის კოორდინირება;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია მასობრივი შერჩევის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- შრომისმოყვარეობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პროაქტიულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
გარანტიები:
- კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
- უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, კვირაში 40 საათი
შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიტოვეთ თქვენი რეზიუმე.
გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკნასიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!
დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.
Georgian Beer and Beverages Group (GBBG) - ის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!