სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწე
08-09-2026 - 31-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტებთან ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება წინასწარ გაწერილი მარშრუტის შესაბამისად;
  • არსებულ კლიენტებთან ვიზიტისას შეკვეთის ფორმირება და არსებული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდაზე ზრუნვა;
  • კომპანიის პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა;
  • ახალი კლიენტების მოძიება, მათთან მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულების გაფორმების პროცესში მონაწილეობა;
  • კლიენტებთან გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად, პროდუქციის მიწოდების პროცესის კონტროლი;
  • სავაჭრო ობიექტების დავალიანებების სისტემატიური მართვა და კონტროლი;
  • რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა და ავტომობილის ყოლა (ცვეთისა და საწვავის ხარჯი ანაზღაურდება კომპანიის მხრიდან)
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

  

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დაგეგმვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი

გარანტიები:

  • კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
  • უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.

სამუშაო განაკვეთი: სრული

შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით

შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში.  სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!

დაუშვებელია   განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება    ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა-ს (GDL) გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!